English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ მარიამ შარია
საქართველოს ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის გეოგრაფია განთავსების საშუალებების მაგალითზე

ჟურნალი N 3.2023

სტატიაში განხილულია ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში ადგილობრივი პროდუქტის ჩართულობის მნიშვნელობა და წარმოჩენილია საქართველოს ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის გეოგრაფია განთავსების საშუალებების მაგალითზე. ქვეყნის ეკონომიკაზე ტურიზმის ინდუსტრიის რეალური წვლილის შესაფასებლად, აუცილებელია ტურიზმისა და ეკონომიკის სხვა დარგების ურთიერკავშირის შესწავლა და ანალიზი.
აღიარებული ფაქტია, რომ ტურიზმის ინდუსტრიას აქვს პოტენციალი დადებითი გავლენა მოახდინოს ქვეყნის მთლიან სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმდენად, რამდენადაც ის ბაზარზე ზრდის მოთხოვნას სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, სტიმულს აძლევს ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უნდა უწყობდეს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. თუმცა, ჩნდება კითხვა - იმპორტდამოკიდებულ სახელმწიფოს რამდენად შეუძლია ტურიზმის ინდუსტრიის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება და მისი დახმარებით ეკონომიკის სხვა დარგების გაძლიერება?
არა ერთი მკვლევარი, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების მაგალითზე, საუბრობს იმ გამოწვევების შესახებ, რაც ეკონომიკურად განვითარებადი სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი. როცა ქვეყნის ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს ტურისტების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ადგილობრივი პროდუქტითა და მომსახურებით, მაშინ მოთხოვნას აკმაყოფილებს იმპორტირებული საქონელი. ტურიზმის დარგის იმპორტზე დამოკიდებულება კი ნიშნავს, რომ ტურიზმისგან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი გაედინება ქვეყნის გარეთ და ვერ ხდება ადგილობრივი ეკონომიკის სხვა დარგების სტიმულირება.
ტურიზმის სექტორიდან მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მისაღებად საჭიროა ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული ეკონომიკის დარგების ადგილობრივი ინტეგრაცია და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა.
მოცემული კვლევის ფარგლებში, სტრუქტურირებული გამოკითხვის შედედეგად და შემდეგ ექსპერტებთან გასაუბრების საფუძველზე, გამოიყო გათანვსების საშუალებების ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული 22 ძრითად პროდუქტთა ჯგუფი. შემდეგ კი, ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში ადგილობრივი პროდუქტის ჩართულობის შესაფასებლად გაანალიზდა დასახელებული პროდუქტების სავაჭრო ბალანსი და გამოვლინდა იმპორტიორი ქვეყნები. 22 პროდუქტთა ჯგუფებიდან მხოლოდ 8 მათგანს აქვს დადებითი სავაჭრო ბალანსი, იმპორტიორი ქვეყნების სია კი საკმაოდ ვრცელია.
ასევე, საქართველოს ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვისთვის წამყვანი მოთამაშეების დასაიდენტიფიცირებლად გაანალიზდა თითოულ პროდუქტთა ჯგუფისთვის პირველი 10 იმპორტიორი ქვეყანა და შემდეგ, ამ ქვეყნების პირველ ათეულებში მოხვედრის სიხშირე. მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ 3 წამყვანი მოთამაშეა თურქეთი, უკრაინა და რუსეთი.
მიუხედავად ამგვარი მდგომარეობისა, თვისებრივი კვლევის შედეგად გამოიკვეთა სიტუაციის გაუმჯობესების ტენდენცია. რესპონდენტების შეფასებით, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც, წარსულთან შედარებით უფრო მეტად არის ჩართული ქართული პროდუქცია ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში. უფრო მეტი შედეგისთვის სამომავლო სიღრმისეული კვლევებისა ჩატარება და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულება, კომპლექსური პოლიტიკისა და მიდგომეობის გატარებაა საჭირო ზოგადად საზელმწიფოსა და ეკონომიკის შესაბამის დარგებში.

საკვანძო სიტყვები: ტურისტული ღირებულების ჯაჭვი, ექსპორტ-იმპორტის ბალანსი, ტურიზმი იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებში, საქართველო.

References:
• Baidoo Francis and Pan, Lei and Fiador, Lassey V. O., Agbloyo & Komla E. (2022). Importing to Feed International Tourists: Growth Implications for Islands across the Globe. Munich Personal RePEc Archive. Retrieved from https://mpra.ub.uni-muenchen.de/111964/
• Hardon G. H., Hoffmann-Riem H., Biber-Klemm S., Grossenbacher-Mansuy W., Joye D., Pohl C., . . . Zemp E. (2008). Handbook of Transdisciplinary Research. Springer.
• Khelashvili I. (2018). Social and Economic Challenges of Sustainable Tourism Development in Georgia. III International Scientific Conference, Challenges of Globalization in Economics and Business (pp. 504-508). Tbilisi: Ivane Javakhishvili Tbilisi State University. Retrieved from https://tsu.ge/data/file_db/economist_faculty/konference.pdf
• Khelashvili I. (2020). The Concept of Tourism and Sustainable Development. Tourism Sustainable Development.
• Papava V. (2018,). Rondeli Blog: Georgian Foundation for Strategic and International Studies. Retrieved 11 20, 2022, from Georgian Foundation for Strategic and International Studies: https://gfsis.org.ge/blog/view/854
• Rodrigues J. G., & Villasante S. (2016). Disentangling Seafood Value Chains: Tourism and the Local Market Driving Small-scale Fisheries. Marine Policy, 33-42. https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S0308597X16300446?via%3Dihub
• Salukvadze G., & Backhaus N. (2020). Is Tourism the Beginning or the End? Livelihoods of Georgian Mountain People at Stake. Mountain Research and Development. https://bioone.org/journals/mountain-research-and-development/volume-40/issue-1/MRD-JOURNAL-D-19-00078.1/Is-Tourism-the-Beginning-or-the-End-Livelihoods-of-Georgian/10.1659/MRD-JOURNAL-D-19-00078.1.full
• Salukvadze G., Gugushvili T., & Salukvadze J. (2019). Spatial Peculiarities of Local Tourism Supply Chains in High-Mountainous Georgia: Challenges and Perspectives. Journal of Geography Volume 10, Number 3, 173-188.
• Sharia M. (2022). Share of Georgian Production in the Value Chain of Georgia Tourism. ISCONTOUR 2022 Tourism Research Perspectives. .Innsbruck/Krems: Herstellung und Verlad: BoD – Books on Demand, Norderstedt.
• Vanriel W. (2013, March 14-15). YUMPU: document. YUMPU: https://www.yumpu.com/en/document/view/22366842/strategies-to-develop-effective-linkages-between-tourism-unctad
• Wondirad,A., Kebete,Y., & Li Y. (2021). Culinary Tourism as a Driver of Regional Economic Development and Socio-Cultural Revitalization: Evidence from Amhara National Regional State, Ethiopia. Journal of Destination Marketing & Management. https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/S2212571X20301049?via%3Dihub
• Geostat.ge

Keywords: Tourism value chain, export-import balance, tourism in import-dependent countries, Georgia.
JEL Codes: L80, L83, L89